ბათუმის „დინამო“ შეკრებას ბელეკში გაივლის
30 იანვარს ბათუმის „დინამო“ თურქეთში, ბელეკში გაემგზავრება, სადაც 12 თებერვლამდე 4 საკონტროლო მატჩს გამართავს. თურქულ შეკრებაზე ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბი შემდეგ ფეხბურთელებს იახლებს:
მეკარეები: მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, ლევან შოვნაძე;
მცველები: ბორის მახარაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე. ზურაბ ქათამაძე, ვაჟა ქორიძე, მირზა ფარტენაძე, კარენ მაკარიანი, გიორგი სეფიაშვილი;
ნახევარმცველები: თემურ შონია, ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ჭკუასელი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ნიკა დიასამიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი კაშია;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.
ტრავმების გამო შეკრებას გელა გოგოტიძე, მიხეილ კაკალაძე და ნიკოლოზ აშბა დააკლდებიან, ხოლო კლუბის აღსაზრდელების იური ალიფერენკოს და რიჩარდ ტროფიმოვის ძირითად გუნდში დაწინაურება ახლო მომავალში იგეგმება.
რაც შეეხება უშუალოდ საკონტროლო მატჩებს. „დინამო“ შეკრებაზე ოთხ სპარინგ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა 2 თებერვალს, რუსული პრემიელიგის პერმის „ამკართან“ გაიმართება. 5 თებერვალს „დიანმო“ უნგრეთის უმაღლესი ლიგის „სპარტაკუსს, ხოლო, 8 და 11 თებერვალს რუმინეთის უმაღლესი ლიგის გალათის „ოცელულს“ და სერბეთის უმაღლესი ლიგის „ოფკ“ ბელგრადს დაუპირისპირდება.
ბათუმის “დინამოს” პრეს-სამსახური