ბენტეკე: “არ ვიცი, ვიქნები თუ არა “ატონ ვილაში” მომდევნო სეზონიდან”
“ასტონ ვილას” თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს გუნდს.
ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ, ბელგიელმა დაიწყო გოლების გატანა. ტიმ შერვუდის გუნდის ბოლო ხუთ მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.
“ასტონ ვილა? – არ ვიცი. პირველ რიგში ვფიქრობ გუნდის წარმატებაზე. დასრულდეს სეზონი, დავისვენებ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ,”-განაცხადა ბენტეკემ.
24 წლის თავდამსხმელს ბირმინგემელებთან კონტრაქტის ვადა ორ წელში უსრულდება.