ბერნარი: “კაბაიე პრემიერ ლიგას იანვარში დაუბრუნდება”
“ნიუკასლის” ყოფილმა მცველმა ოლივიე ბერნარის აზრით კაბაიე ლიგა 1–დან პრემიერ ლიგაში აუცილებლად დაბრუნდება.
ცოტა ხნის წინ კაბაიემ საკუთარი twitter–ის გვერდზე ინგლირუი კლუბების სიყვარულს პოსტი მიუძღვნა და ბოლოში კი “პსჟ” ში არასაკმარისი სათამაშო დრო გააკრიტიკა. ბერნარი სარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.
“იოჰანს პსჟ–ს ძირითად შემადგენლობაში თამაშის არანაირი გარანტია აქვს. მისი პრობლემა მდგომარეობის იმაში, რომ მას არ შეუძლია ისეთივე გადამწყვეტი როლი ითამაშოს პარიზელთათვის, როგორც ამას “ნიუკასლში” თამაშობდა.”
“იგი პრემიერ ლიგაში იანვარში დაბრუნდება, ეს აბსოლუტურად არ მეეჭვება. იგი უკვე ეძებს კლუბს. პრემიერ ლიგის კლუბში თამაშით მას ექნება საკმარისი დრო და დიდიე დეშამპზეც მოახდენს გავლენას, რომელიც მას ნაკრებშიც გამოიძახებს.”
“დაბრუნდება იგი “ნიუკასლში”? ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ვფიქრობ იგი მხოლოდ ნიუკასლში კლუბის წარმატებების შემდეგ გადავა. ამ წარმატებაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვგულისხმობ.”–განაცხადა35 წლის ფრანგმა