“ჩელსი” პედროში 30 მილიონს ჩამოდის
შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” 28 წლის გარემარბმა კარიერა პრემიერ ლიგაში განაგრძოს.
პედრო როდრიგესმა კლუბის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “ბლაუგრანამ” არდა თურანი დაიმატა. თურქმა ესპანელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გამოცდილი კატალონიელი უშანსოდაა.
ჟოზე მოურინიოს გუნდი მიმდინარე ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად პასიურობს, მაგრამ მზად არიან, პედროსთვის 30 მილიონი ფუნტით შეიმცირონ ბიუჯეტი.
აქვე დავამატებთ, რომ “ბარსას” შემტევით ამავდროულად “არსენალი” და “ლივერპული” ინტერესდებიან.