„ჩელსიმ“ „ლივერპული“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, თუმცა მასპინძლები აგებდნენ.
ანგარიში შეხვედრის მე-4 წუთზე „წითლების“ მცველმა მარტინ შკრტელმა გახსნა, რომელმაც ფილიპე კოუტინიოს მიერ სტანდარტის შესრულების შემდეგ, მეტოქის საჯარიმო მოედანზე შექმნილი არეულობით ისარგებლა. მე-17 წუთზე ედენ აზარმა 20 მეტრის მანძილიდან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 35-ე წუთზე მასპინძლები სულაც წინ გავიდნენ: ახლო მანძილიდან სამუელ ეტოომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
„ჩელსიმ“ ამ გამარჯვებით 40 ქულას მოუყარა თავი მესამე პოზიციაზე დარჩა. მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითებულ „ლივერპულს“ კი კვლავ 36 ქულა აქვს.
ინგლისის პრემიერლიგა
XIX ტური
„ჩელსი“-„ლივერპული“ 2:1 (2:1)
„ჩელსი“: ჩეხი, ივანოვიჩი (კოული 30′), კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, ლამპარდი (ობი მიკელი 46′), ვილიანი, ოსკარი, აზარი, ეტოო (ტორესი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი (ასპასი 84′), შკრტელი, აგერი, სახო (ტურე 90′), ლუკასი, ალენი (სმიტი 60′), ჰენდერსონი, სტერლინგი, სუარესი, კოუტინიო.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: აზარი 17′, ეტოო 35′ – შკრტელი 4′.
გაფრთხილებები: ტერი 47′, დავიდ ლუისი 50′, კეჰილი 79′, ოსკარი 90+4′ – ჯონსონი 40′, ლუკას ლეივა 90+5′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.
ბექა დოგრაშვილი