დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“
„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვესმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
„როგორც ამბობენ, ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. ერთ მომენტში ეჭვი შემეპატარა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ აქ უნდა დავრჩე.
გულმა მიკარნახა, რომ არ უნდა წავიდე და ჩემი პარტნიორების დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. ასეთი მეგობრული თანაგუნდელები ჯერ არ შემხვედრია. ჩვენ ძალიან მჭირდო კავშირი გვაქვს. ჩემს გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.
ლიონელ მესიმ მითხრა: „დანი, აქ უნდა დარჩე. უკეთესად თავს სად იგრძნობ?“
სეზონის დასაწყისში ლუის ენრიკე იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის იყო, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. მაშინ მან მითხრა, რომ სეზონის ბოლოს გამარჯვებას ერთად აღვნიშნავდით. ეს სიტყვები კარგად დამამხსოვრდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.