დებიუტანტის გოლი და მასპინძელთა გამარჯვება “დინამო არენაზე”
“დინამო არენაზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “დინამომ” “ცხინვალს” უმასპინძლა.
პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მე-5 წუთზე სტუმრებმა შემქნეს, თუმცა ცაცკრიალაშვილის ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ამის შემდეგ უპირატესობას “დინამო” დაეუფლა და შეხვედრის მე-15 წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან – მეკარესთან პირისპირ გასული პარუნაშვილის დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.
ამ ეპიზოდიდან ორ წუთში დაწინაურების შანსი ისევ “ცხინვალს” ჰქონდა, თუმცა ცაცკრიალაშვილმა ამჯერადაც ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. საპასუხო შეტევაში კი “დინამო” დაწინაურდა. სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი კიტეიშვილი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ხარიტონაშვილის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ცინცაძემ შეასრულა – 1:0.
33-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ჭანტურიშვილი ეფექტური დატყმით დასრულდა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძლით ასცდა.
მეორე ნახევარი “ცხინვალმა” აქტიურად დაიწყო, თუმცა ცაცკრიალაშვილის და კილასონიას მიერ შესრულებული ჯარიმები არაზუსტი გამოდგა
56-ე წუთზე “დინამოს” შეტევა ცინცაძემ დაიწყო და პარუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით გააგრძელა, რის შემდეგაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჭანტურიშვილმა არაზუსტად დაარტყა.
65-ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, თუმცა ცაცკრიალაშვილმა გოლის გატანის კიდევ ერთ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
79-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა ზუსტი დარტყმით შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა, დავით ვოლკოვმა დაასრულა – 2:0.
დარჩენილ წუთებში თუ ვინმეს ანგარიშის შეცლა შეეძლო, ეს “დინამო” იყო, თუმცა მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და საპასუხო შეხვედრისთვის თბილისელებმა კომფორტული უპირატესოა დაიბევეს.
დინამო თბილისი 2-0 ცხინვალი
გოლები: ცინცაძე’ 20′ ; ვოლკოვი 79′
დინამო თბილისი: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 68′) , გველესიანი, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე 77′), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე (ვოლკოვი 61′).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ცხინვალი: ნადირაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 46′), მახარობლიძე, თარხნიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, ციცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი 75′) , კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (ბურძენაძე 90′) , ივანიშვილი, ცერცვაძე.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები