დიეგო კოსტა „ატლეტიკოში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
„ჩელსის“ თავდამსხმელს დიეგო კოსტას ლონდონური კლუბის დატოვება და „ატლეტიკოში“ დაბრუნება სურს, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს.
გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ფორვარდი ამისთვის ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა, მაგრამ თავად ლონდონელები, სავარაუდოდ, მის გაშვებას არ ისურვებენ.
როგორც წყარო წერს, მოთამაშეს ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთბა აქვს, თუმცა მას მადრიდი მოენატრა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ დაბრუნება მცველ ფილიპე ლუისსაც შეუძლია.