“დინამო” სპლიტის “ჰაიდუკს” შეხვდა
თურქულ შეკრებაზე თბილისის “დინამომ” მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა. თბილისელების მეტოქე ცნობილი ხორვატული კლუბის სპლიტის “ჰაიდუკი” იყო.
შეხვედრა ხორვატების უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში თამაში ძირითადად მათი კარნახით მიდიოდა. ამდენად ტაიმის ბოლოს შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გატანილი გოლი სავსებით ლოგიკური იყო. აღსანიშანვია, რომ ამ მომენტისათვის “დინამოს” კარს დაუშვილი იცავდა, რომელმაც ტრავმირებული ლორია შეცვალა.
მეორე ნახევრის დებიუტში “დინამომ” თამაში გამოასწორა. თავის გამოჩენის შანსი დორინ გოგოას ჰქონდა, თუმცა მისი საჯარიმო ხორვატების მეკარემ ნახტომში მოიგერია.
ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას თბილისელები კი ფლობდნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. რის შემდეგაც “ჰაიდუკის” ფეხბურთელებმა თამაში გაათანაბრეს და მეორე ბურთიც გაიტანეს. ხორვატებმა მარცხენა ფლანგიდან სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს და დაუშვილს ახლო მანძილიდან დაურტყეს. “დინამოს” მეკარემ პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რეაგირება ვეღარ მოასწრო.
მატჩის მიწურულს “დინამოელებმა” ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. თავი დორინ გოგამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:2
შეგახსენებთ, რომ თურქული შეკრების პირველი შეხვედრა, რომელიც “დინამომ” პოლონურ “პოდბესკიძიესთან” გამართად, ფრედ 1-1 დასრულდა. შემდეგ მატჩს თბილისელები ჩეხური “მლადა ბოლესლავის” წინააღმდეგ გამართავენ.