“დინამომ” ახალწვეულები წარადგინა
თბილისის “დინამო” თურქული შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა. დღეს, ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გუნდსი ვარჯიშის დასრულების შედმეგ კლუბის ახალწვეულების წარდგენა შედგა.
თბილისურმა კლუბი ოთხი ლეგიონერით გაძლიერდა. “დინამოს” მაისურები 29 წლის მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას, 22 წლის ცენტრალურ მველ რენე ფერეირას, 24 წლის ნახევარმცველ სტეფან ბუკორაცს და 27 წლის ესპაენლ ფოვარდს, მანუელ ონვუს გადაეცათ.
“დინამოს” ღირსებას ოთხი ქართველი ახალწვეულიც დაიცავს. ესენი არიან: 24 წლის ვაჟა ტაბატაძე, 21 ვახტანგ ჭანტურიშვილი, 18 წლის ოთარ კიტეიშვილი და 17 წლის ბექა მიქელთაძე.
როგორც უკვე იცით “დინამოს” დაუბრუნდა ჯიბა ჯიღაური, რომელიც იჯარის წესით საჩხერის “ჩიხურაში” ასპარეზობდა. კიდევ ორი პოტენციური ახალწვეულის, ბრაზილიელი გუგას და ჯაბა უგულავას საკითხი კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები