WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (254084) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“დინამომ” ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

თარიღი: მაისი 22, 2015

„დინამო არენაზე“ დღეს თბილისის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის უკანასკნელ ტურში საჩხერის „ჩიხურას“ უმაპსინძლა და მეტოქეს იოლად გაუმკლავდა.

შეხვედრა თბილისელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და მატჩის სურათი მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში არ შეცვლილა. ანგარიში კი მე-10 წუთზე, გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. „დინამოს“ ლიდერმა გოლი ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ზუსტად 9 წუთში მასპინძლებმა მეორედ დალაშქრეს ქვილითაიას კარი და ამჯერადაც სტანდარტული მდგომარეობიდან, როდესაც თავი „დინამოს“ კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის ანგარიში კი 35-ე წუთზე ლამაზი დარტყმით ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააფიქსირა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე პაპუნაშვილს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა დაახლოებით 3-4 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა.

მეორე ნახევარში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. „ჩიხურას“ კი სხვაობის შემცირება ირჯერ შეეძლო. ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შესული მუმლაძე აქტიურობდა, რომელსაც პირველ შემთხვევაში ჰრდლიჩკამ აჯობა, მეორე ეპიზოდში კი სიზუსტემ უმტყიუნა.

საბოლოოდ „დინამოში“ დაბრუნებული გია გეგუჩაძის პირველი შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა და გულშემატკივრებს ერთი უცნაური გადაწყვეტილებითაც დაამახსოვრდება. მატჩის 65-ე წუთზე თბილისელთა მწვრთნელმა ბომბარდირობისთვის მებრძოლი გიორგი პაპუნაშვილი შეცვალა.

 

დინამო თბილისი 3-0 ჩიხურა

გოლები: პაპუნაშვილი 10’ (1:0); თოთაძე 19’ (2:0); ჭანტურიშვილი 35’ (3:0);

დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი (გველესიანი 70’) , ცინცაძე, კიტაიშვილი, ჯიღაური (პარუნაშვილი 83’), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 65’) , ჭანტურიშვილი, ჩირგაძე.

ჩიხურა: ქვილითაია, ჭელიძე, განუგრავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 46′), დეკანოიძე, კორიფაძე (კაკაშვილი 46′), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე (ივანიშვილი54’), დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე.



მსგავსი სიახლეები