დროგბა: „ჩელსი“ მიყვარს და აქ დარჩენა მსურს“
„ჩელსის“ 36 წლის თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ აღიარა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბში სიამოვნებით დარჩებოდა.
„იმედია, „ჩელსის“ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ. ორივე მხარე სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. როდესაც 2012 წელს „ჩელსი“ პიურველად დავტოვე, მომეჩვენა, რომ ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შემეძლო. ეს კლუბი მიყვარს და ვიმედოვნებ, რომ აქ მომავალშიც ვიქნები“, – ციტირებს დროგბას „სქაი სპორტსი“.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში კოტდივუარელის ანგარიშზე 16 მატჩი და 3 გოლია.