ექვსი გოლი სელტიკ პარკზე
ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირვლეი დაპირიპირება “სელტიკსა” და “ინტერს” შორის სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
მე-13 წუთისთვის მილანელები შაქირის და პალასიოს გოლებით 0:2-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ჯერ ამსტრონგის და ერთ წუთში კამპანიაროს გოლებით ანგარიშს გათანაბრება 25-ე წუთისთვის შეძლეს. ტაიმი მაინც “ინტერის” გამარჯვებით დასრულდა. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე პალასიომ დუბლი გაიფორმა. გადამწყვეტი კი მატჩს 93-ე წუთი გამოდგა, როდესაც გუიდეტიმ საბოლოო 3:3 დააფიქსირა.