ფანკულტურა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მაჩვენებელი

თარიღი: სექტემბერი 7, 2013

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკვარი, რა როლი ენიჭება მას, როგორ შეუძლია ქომაგს გუნდის მეთორმეტე წევრად ქცევა, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა, თუმცა დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. Fanebi.com-ი ფანკულტურის, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ინდიკატორზე გესაუბრებათ, გავიხსენებთ რამდენიმე შემთხვევას, როცა კონკრეტული გუნდის ქომაგებმა სახელმწიფოებრივ მოვლენებში განსაკუთრებული როლი ითამაშეს, მეტიც – ქვეყნების ისტორიები შეცვალეს.

გასული საფეხბურთო წელი დახუნძლული იყო რასისტული გამოხტომებით. იყო სერბ და ინგლისელ 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი რასისტული შეძახილების ფონზე, იყო იერუსალიმის “ბეითარის” გულშემატკივართა თავდასხმა პალესტინელებზეც.

მათ, ვინც სერბულ ფეხბურთს იცნობს, სულაც არ გაუკვირდებოდა ამგვარი ინციდენტი. სერბ ქომაგთა კულტურა ყოველთვის შეიცავდა ზედმეტ ნაციონალიზმს, რაც ხშირად რასისტული ელემენტების მატარებელი ხდება. მათი კულტურა ძალადობრივია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, სერბი გულშემატკივრები ფიქრობდნენ, მხარი დაეჭირათ ნაცისტებისთვის. 90-იან წლებში სწორედ ისინი იყვნენ სლობოდან მილოშევიჩის შეიარაღებული ჯგუფების მთავარი წარმმართველი ძალები. არაოფიციალურად თვლიან, რომ იუგოსლავიური ომები სულაც საფეხბურთო მატჩის დროს დაიწყო, რომელიც 1990 წლის 13 მაისს, ზაგრების “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ხორვატ და სერბ გულშემატკივართა შეტაკების გამო შეხვედრა ჩაიშალა. ჩხუბი ერთ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, პოლიციამ ქომაგები წყლის ჭავლით დაშალა. ეს მოვლენა ხორვატიაში ომის დაწყების მთავარი ფაქტორი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი კატალიზატორი მაინც იყო.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთი/მონტენეგრო და ბოსნია/ჰერცეგოვინა ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმც ქომაგებს შორის ჩხუბი მაინც გაიმართა, რომელშიც 20-მდე კაცი დაშავდა. უშუალოდ მატჩის დროს ქომაგები ერთმანეთთან ტრანსფარანტებით ურთიერთობდნენ. “ჩვენ გვაქვს 250 ათასი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეთ”, – ეს წარწერა იყო გამოსახული ბოსნიელთა ბანერზე. მათი მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობის ბოსნიელი შეეწირა სერბეთთან ომს (საყოველთაოდ მიღებულია, რომ 100 ათასი დაიღუპა).

მსოფლიოს ისტორიაში “საფეხბურთო ომის” სახელით შევიდა 1969 წლის ივნისში სალვადორსა და ჰონდურასს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ექვს დღეს გაგრძელდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული შეხვედრა ჰონდურასის დამარცხებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა, რამაც სახელმწიფოებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. სალვადორსა და ჰონდურასს შორის სადავო საზღვრის გამო დაწყებული უთანხმოება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ექვსდღიან ომში 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანალოგიურის თქმა შეიძლება იერუსალიმის “ბეითარის” ქომაგებზეც, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი სიძულვილით არაბებისა და პალესტინელების მიმართ. “ბეითარი” ერთადერთი მსხვილი ებრაული კლუბია, რომელშიც პალესტინელ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. აღნიშნულ გუნდის მატჩებზე ხშირად წააწყდებით რასისტულ, ანტიმაჰმადიანურ ლოზუნგებს. რამდენიმე თვის წინ, “ბეითარის” გულშემატკივრები იერუსალიმის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და იქიდან პალესტინელი მყიდველები გამოაძევეს. იყო ებრაელ ქალ მუსიკოსზე თავდასხმაც, რომელიც მათ ძალადობას აპროტესტებდა. “ბეითარს” ორი ჩეჩენი მაჰმადიანი ფეხბურთელის დამატება შეეძლო, თუმცა კლუბმა უარი განაცხადა, გუნდის სისუფთავე უნდა შევინარჩუნოთო.

სერბი და ებრაელი ქომაგებისთვის ძალადობა და რასიზმი იმდენად დამახასიათებელია, რომ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას ხულიგნობისა და რასიზმის აღსაკვეთად ცალკე ერთეულიც კი აქვთ შექმნილი. აღნიშნულის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს, მით უფრო სერბეთში. ამაში დამნაშავე ისევ ქვეყნის ხელისუფლებაა. შარშან სერბი გულშემატკივრების მხრიდან 21-წლამდე ნაკრებებთა მატჩში ინგლისელების მიმართ გამოხატული რასისტული შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არ აღიარა, შესაბამისად, არც გამოძიება დაწყებულა. ამით თავს დიდად არც სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია იწუხებს. საერთოდაც, სერბეთში მომხდარი მოვლენები უეფას პრინციპებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს, ეს ყველაფერი კი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ძალზედ აფერხებს.

რა შეიცვალა ან არ შეიცვალა სერბეთის საზოგადოებაში? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი ამბობს, რომ მილოშევიჩის დამხობიდან 13 წლის შემდეგ, სერბები ჯერ კიდევ არიან შეუწყნარებლობისა და რასიზმის პრობლემის წინაშე.

ვინ არიან ისინი? ვინ არიან ე.წ. “ულტრასები”? ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავის იდენტიფიცირებას ახდენს პოპულარულ კულტურაში – ამ შემთხვევაში ფეხბურთში, თუმცა მათ საკუთარი თავის, შეხედულებების წარმოჩენა სხვა ფორმითაც შეუძლიათ: მუსიკა, ვიდეო, გრაფიტი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავისი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობებით პროვოცირებას ახდენს არსებული პოლიტიკური ან სოციალური ცვლილების განხორციელებისკენ. ხშირად ისინი სცდებიან ფეხბურთს და სხვადსხვა მოთხოვნებს აყენებენ, თანაც ამის მისაღწევად ხშირად უკიდურეს ხერხებსაც იყენებენ.

ამ ყველაფრის კარგი გამოხატულებაა “ბარსელონას” ქომაგთა აქტივობები. “ელ კლასიკო” რომ ფეხბურთზე მეტია, ეს მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კატალონიელებმა კვლავ გაბედეს თავიანთი დროშის აფრიალება და ეს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ბარსელონელები “რეალთან” დაპირისპირებას კარგად იყენებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ თავიანთი მისწრაფების წარმოჩენისთვის. შარშან გამართულ “ელ კლასიკოზე” სპეციალური აქციაც დაგეგმეს. კატალონიელებმა მატჩის მე-17 წუთის მე-14 წამზე სიტყვა “დამოუკიდებლობის” სკანდირება დაიწყეს. აღნიშნული დრო შემთხვევით არ შურჩევიათ – 1714 წელს მეფე ფელიპე მეხუთემ კატალონია საბოლოოდ შეუერთა ესპანეთის სახელმწიფოს. საბედნიეროდ, კატალონიურ-მადრიდული ქომაგობა მშვიდობიან საზღვრებს არ სცდება.

ხშირად დაპირისპირება ერთი ქვეყნის ორი გუნდის რადიკალური ფანატების შეტაკებით იწყება. ერთი წლის წინ, მთელი მსოფლიო შეძრა ეგვიპტეში მომხდარმა უბედურებამ. ქალაქ პორტ-საიდში “ალ-მასრისა” და “ალ-აჰლის” შორის მატჩის (3:1) შემდეგ ორივე გუნდის ფანები მოედანზე ჩავიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყეს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 74 ადამიანი. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ეგვიპტის სასამართლომ აღნიშნულ ტრაგედიაში მონაწილე 21 გულშემატკივარს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა გამოუტანა.

მოყვანილი მაგალითები ადასტურებს იმას, რომ გულშემატკივრებს, ანგაჟირებულ ადამიანთა ჯგუფს უდიდესი ძალა აქვს და მისი სახიფათო გზით წარმართვის შემთხვევაში, რისკიც საკმაოდ მაღალია. როგორც ხედავთ, ფეხბურთის ქომაგებს ომებიც წამოუწყიათ, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიებიც შეუცვლიათ და მნიშვნელოვანი როლიც უთამაშიათ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მესი მეუღლესთან ერთად იბიცაზე ისვენებს (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე იბიცაზე მეუღლესთან ერთად ისვენებს. გთავაზობთ ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” “ჩელსისთან” ტიბო კურტუას ტრანსფერის ფასი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“დისი იუნაიტედის” თავდამსხმელმა, უიენ რუინიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ვეტერანმა ინგლისელმა კატალონიის “ბარსელონას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს სპორტული დირეტქორი: “ნეიმარმა დარჩენა გადაწყვიტა”

მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, უფრო ხშირად იწერებოდა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე მადრიდის “რეალში”. თუმცა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ხალხი სერია A-ს ყურებას კრიშტიანუს გამო დაიწყებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალიდან” ტურინის...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგა საუკეთესო ტუ

ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა. “პრემიერ ლიგა არის საუკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ მესისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

16 ივლისს, კრიშტიანო რონალდუმ ტურინის “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელ ფეხბურთე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასმა მსაჯები გააკრიტიკა, სუარესი დაეთანხმა

“პორტუს” ვეტერანმა მეკარემ, იკერ კასილასმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალის მიმდინარეობისას მსაჯები რამდენჯერმე გააკრიტიკა. იკერმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ “რეალს” უარი უთხრა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ გუნდში რჩება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს”

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი: “საფრანგეთმა ეს დაიმსახურა”

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდგე, ხირვატთა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “პირველ ნახევარში უკეთესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩმა ლუკა მოდრიჩს მიმართა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას მიიღებს საფრანგეთი ფიფასგან?

მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებისთვის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან 38 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მეორეადგილოსან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურტუა მომავალზე საუბრისას: “მზად ვარ, ყველა წინადადება განვიხილო”

ტიბო კურტუა მზადაა, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულების შემდეგ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. შეგახსენებთ, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, ედენ აზარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ჩელსის” ფეხბურთელი ამბობს, რომ უახლოეს [&hell...
წაკითხვა