გადაუხდელი სიყვარული

თარიღი: სექტემბერი 11, 2013

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…

გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში  ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…

საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.

კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.

ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს”

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესს ავსტრალიაში უხმობენ

ფერნანდო ტორესს შორეულ ავსტრალიაში უხმობენ. “ასის” თანახმად, 34 წლის ესპანელი თავდამსხმელით ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი “სიდნეიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის ლამაზი გოლი MLS-ში (ვიდეო)

5 ივლისს, ამერიკის MLS-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის “ლოს ანჯელეს გალაქსი” საკუთარ მოედანზე “დი სი იუნაიტედს” დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესისა და აგუეროს ოთახი რუსეთი – არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ (ფოტო)

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვიდან 60 კილომეტრში იცხოვრებს. ინტერნეტსივრცეში არგენტინელთა ბაზაზე გადაღებული ფოტო გავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინტერვიუ “ჩიხურას” თავდამსხმელთან: “არ იყო სწორი, როდესაც კარიერის დასაწ

გიორგი გაბედავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა

მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ელით – 12 ივნისს ევროტურნირების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “უოტფორდმა” ხერარ დეულოფეუ “ბარსელონადან” გამოისყიდა&

“უოტფროდმა” დაადასტურა, რომ მან “ბარსელონადან” ხერარ დეულოფეუ გამოისყიდა. როგორც ცნობილია, ინგლისელებმა ესპანელში 11.5 მილიონი...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ოთახში იცხოვრებს სერხიო რამოსი რუსეთში? (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კრასნოდარში დაბინავდა. საგულისხმოა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავისი ოთახი აქვს. “ფურია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

11 ივნისს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. სასწავლო პროცესის დაწყებას საქართველოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთის პრეზიდენტი ბენზემაზე: “ტალანტებიც კი, შესაძლოა, მწვრთნელმა არ გამოიძახოს

კარიმ ბენზემა კიდევ ერთ სანაკრებო ტურნირს, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ თემაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორხა მაიორალი: “ბეტისი” კარგი გუნდია, მაგრამ ვნახოთ, “რეალში” რა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, ბორხა მაიორალს გასულ სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარამბეუ: “სირცხვილია, რომ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს”

კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩმეპიონატზე არ ითამაშებს. მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რონალდუ არ დაასახელა

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების დასახელება სთხოვეს, მან კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დილამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო. მეათე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი: “ალბათ, ზიდანი სწორი იყო, რომ “რეალიდან” წავიდა”

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა “ბლანკოსის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანის კლუბიდან წასვლაზე ისა...
წაკითხვა