გარი ნევილმა გვარდიოლა მკაცრად გააკრიტიკა: “ალბათ, დაგვცინის”
“მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლისთან” ფრედ დასრულებულ საგარეო მატჩში (1-1) მხოლოდ ექვსი სათადარიგო ფეხბურთელი წაიყვანა, რამაც გარი ნევილის აღშფოთება გამოიწვია.
“ალბათ, ხუმრობს, ნამდვილად დაგვცინის,” – აცხადებს ნევილი Sky Sports-ის ეთერში საუბრისას.
“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი რომ ვიყო, მას აუცილებლად ვურჩევდი რომელიმე ახალგაზრდის წახალისებას.ნუთუ არავინაა გუნდში ისეთი, ვინც ბევრს მუშაობს და ჯილდოს იმსახურებს?
თუნდაც მეორე გუნდს გუშინ ეთამაშა, ერთ ფეხბურთელს მაინც ავირჩევდი და სკამზე დავსვამდე. თუნდაც იმისთვის, რომ გუნდთან ერთად ემგზავრა, პრემიერ ლიგური გამოცდილება მიეღო და ფორმების დამლაგებელს დახმარებოდა.
აკადემიის ნებისმიერი ფეხბურთელი ამის შემდეგ იფიქრებს, რომ “სიტიში” უბრალოდ დროს ფლანგავს. დაივიწყეთ ის თანხა რაც ტრანსფერებში გადაიხადეს… ექვსი ფეხბურთელი სკამზე? ეს ჩემთვის პროტესტი უფროა,” – დაამატა ნევილმა.