გვარდიოლას და მესის საუბრის დეტალები ცნობილია
“ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შესვენების დროს პეპ გვარდიოლამ და ლეო მესიმ რეპლიკები გაცვალეს.
Sport.es-ის ცნობით პირველი ტაიმის დასრულებისთანავე გვარდიოლა არგენტინელს მიუახლოვდა და უხთა: “მიხარია, რომ კვლავ დაბრუნდი, ლეო”. რაზეც მესიმ ყოფილ მწვრთნელს უპასუხა: “მე არსად არ წავსულვარ”.
მატჩის შემდეგ გვარდიოლა “ბარსელონას” გასახდელში შევიდა, მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს გაესაუბრა და წარმატება მიულოცა.