ჰოლანდიას მოვუგეთ და ჯგუფში ჩავტოვეთ
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაგვახარა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით, მესამე ტურში ქართველებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული ჰოლანდიის ნაკრები 2-1 დაამარცხეს და ელიტრაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.
გამარჯვება კიდევ იმიტომ გახლავთ სასიხარულო, რომ ნიდერლანდების U19 ნაკრების თითქმის ნახევარი იმ ფეხბურთელებით გახლავთ დაკომპლექტებული, რომლებმაც 17 წლამდელთა შორის წინა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და ნახევარფინალში დაგვამარცხეს.
და კიდევ ერთი, უელსის 19 წლამდელებმა, რომლებიც ქართველებმა პირველ ტურში 5-1 გაანადგურეს, შეუძლებელი შეძლეს და ბოლო ტურში მოლდოვა სასურველი ანგარიშით, 6:0 დაამარცხეს, შესაბამისად, ჯგუფიდან საქართველოსა და უელსის ნაკრებები გავიდნენ.
საქართველო 2-1 ჰოლანდია
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია 69′), კერძევაძე, კიკაბიძე (ახვლედიანი 86′), თევზაძე (სამხარაძე 93′), ზარანდია.
გოლები: პაპუნაშვილი 10′, ჟივკოვიჩი 45+1′, აბურჯანია 51′.