“ჰოლიდეი-ინ”-ში სფფ-ს ყრილობა შედგა
დღეს, სასტუმრო “ჰოლიდეი-ინ”-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXIII ყრილობა გაიმართა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ყრილოფას სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ვერ დაესწრო.
ჟურნალისტებისთვის ღონისძიება 10 წუთის შემდეგ დაიხურა. სფფ-ს ყრილობის დღის წესრიგი შემდეგი გახლდათ:
1. ყრილობის დღის წესრიგის დამტკიცება
2. პრეზიდენტის მოხსენება
3. სფფ-ის წინა, XXII ყრილობის ოქმის დამტკიცება
4. წინა ყრილობიდან სფფ-ის აღმასკომის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
5. აუდიტის დასკვნის დამტკიცება
6. ფინანსური ანგარიშის დამტკიცება
7. ბიუჯეტის დამტკიცება
8. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა
9. სფფ-ის წევრებისა და აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საკითხების განხილვა
10. სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ და რევაზ არველაძემ გააკეთეს.
ილია კოკაია: “სამწუხაროდ კლუბებს, რომლებსაც არ აქვთ ლიცენზია თამაშის საშუალება მაინც ეძლევათ. ამით სამართლიანი თამაშის პრინციპი ირღვევა. მე გავუსვი ხაზი, რომ ლიცენზირება საერთოდ გაუქმდეს, ან თუ არის უნდა იყოს თანაბარი პირობებით.
ჩემი ინფორმაციით დაახლოებით შვიდმა კლუბმა ვერ მიიღო ლიცენზია. თუ ლიცენზირების მოთხოვნებში ისეთი კრიტერიუმებია, რომლებსაც კლუბების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს, მაშინ საერთოდ ამოვიღოთ ეს პუნქტები. ნუ ხარჯავს “ზესტაფონი” და “დინამო” ფულს ლიცენზირებაში და ეს თანხები სხვა რამეს მოვახმაროთ.
დავებთან დაკავშირებით ფედერაციაში აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს. გვინდა ჩვენი ხედვა დავანახოთ, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები არის. თუმცა, ეს გადასაწყვეტია ფედერაციის დონეზე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ”.
რევაზ არველაძე: “ვიმსჯელეთ ყველა საკითხებზე. დავამკიცეთ 2013 წლის ანგარიში, 2014 წლის ბიუჯეტი, რომლის ნაწილი ბუნებრივი უკვე დახარჯულია. გარკვეულ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო კამათი, თუმცა საკმაოდ კონსტრუქციული.
ლიცენზირება საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ სისტემატუად ვცდილობთ მისი მნიშვნელობის გაზრდას. ამ კუთხით წლიდან წლამდე გარკვეული პროგრესი გვაქვს. ყველა კლუბმა მაქსიმალურად უდნა დააკმაყოფილოს ეროვნული ლიცენზირების კრიტერიუმები”
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები