იბრაჰიმოვიჩი პსჟ-დან წასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა.
„მე პსჟ-ს ვეკუთვნი. ამ გუნდთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ჩემს წასვლასთან დაკავშირებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო სეზონში პსჟ-სთან ერთად ყველა თასი მოვიგე.
ჩემპიონთა ლიგა? ის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. ჩემთვის იმ კლუბში ყოფნა მნიშვნელოვანია, რომელშიც საკუთარი თამაშისგან სიამოვნების მიღება შემიძლია“, – განაცხადა იბრამ.