13-14 მარტს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგის ,დასავლეთ ზონის მორიგი მე XVIII ტურის მატჩები. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ''ტორპედო-2008'' საკუთარ მოედანზე მარტვილის ''მერანს'' უმასპინძლებს და უეჭველად გამარჯვება მართებს,რადგანაც სხვაობა მეორეადგილოსან ბთუმის ''დინამოსთან'' მხოლოდამხოლოდ ორ ქულას შეადგენს.
ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგამ'' ,რომლის ღირსებასაც ორი ქართველი ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე იცავს, თავის ფეხბურთელებს მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა.ოთარ მარცვალაძე ამიერიდან ''ვოლგას'' 77 ნომრიან მაისურს მოირგებს.საჯაიას რაც შეეხება, ის 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
"ვიოლას" მწვრთნელი ფლორენციულ გრანდში დარჩენაზე ოცნებობს, საკუთარი გუნდისადმი გულანთებული ჩეზარე პრანდელი მზადაა "ფიორენტინაში" კიდევ ხუთი წელი იასპარეზოს. 52 წლის თავკაცი ძალიან წარმატებული და რა რაც მთავარია ძალიან შედეგიანი კარიერის პატრონია, სწორედ მის ხელში აღზევდა და აყვავდა "ვიოლა", სწორედ მან ჩაუყარა ამ გუნდის ზრდა–განვითარებას საფუძველი.
მადრიდის "ატლეტიკო" "მილანის" ჰოლანდიელი თავდამსხმელით, კლას–იან ჰუნტელაარით დაინტერესდა, ამის შესახებ გამოცემა "მარკა" იტყობინება. 26 წლის თავდამსხმელი გუნდის პოტენციური ახალწვეულების სიაში პირველ ადგილზეა და მომავალ სეზონში ხელმძღვანელობა ფორლანი–აგუეროს დუეტის, ტრიოდ გადაკეთებას გეგმავს.
მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურ ინტერესს იჩენს "არსენალის" თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის მიმართ. ჰოლანდიელ ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2014 წელს ეწურება, თუმცა ლუი ვან გაალს თანამემამულის გუნდში სილვა უკვე მომავალ სეზონში სურს.
დღეს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ”ლიონის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. საქმე იმაშია, რომ 26 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბასტოსმა ვარჯიშებზე ტრამვა მიიღო, რის გამოც თავის გუნდს ”რეალთან” შეხვედრაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ვერ დაეხმარება.
fanebi.com გთავაზობთ ახალ პროექტს, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. წარმოგიდგენთ ყველა აქამდე ჩატარებული მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო მოვლენის ისტორიას, ვიდეომასალით, სტატისტიკითა და სხვა საჭირო ინფორმაციით. მაშ ასე, დავიწყოთ, 1930 წელი, ურუგვაი...
პორტუგალიის ლიგა საგრესის 22–ე ტურის პირველ დღეს სამი მატჩი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. პორტუმ ოლჰანენსე მიიღო და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 იგებდნენ, თუმცა მაღალი კლასითა და ოსტატობით შესძლო პორტუმ ორი გოლის გატანა. რიო ავე – ნავალსა და სეტუბალი ბრაგას შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
ჰოლანდიაში 26–ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ალკმაარმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჰერენვენი გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რითაც ევრო ტურნირების ზონაში შეაღწია. სენსაციურად დასრულდა ბრედასა და პსვ ეინდჰოვენს შორის დაპირისპირება, სადაც მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. საინტერესო მატჩი გამოდგა ჰერაკლესსა და ვილემ II მატჩი, მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს მეტოქე გუნდი და მეოთხე შეხვედრა დენ ჰააგსა და ვიტესს შორის წარიმართა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
განახლდა უკრაინის ეროვნული ჩემპიონატი, დღეს უკრაინის ქალაქებში მე–18
ტურის მატჩები გაიმართა. უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა კიევის დინამომ
საკუთარ მოედანზე, სატურნირო ცხრილში მყოფი კრივბასი მიიღო და დიდი
გაჭირვებით 1:0 მოუგო. ზაკარპატიემ დონეცკის მეტალურგი მიიღო და 1:0
დამარცხდა. კარპატიმ მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა მეტალისტი, ხოლო
დღევანდელი დღის უკანასკნელი მატჩი ზაპოროჟიე მეტალურგსა და ილიჩევიჩს
შორის გაიმართა, სადაც მეტალურგმა 2:0 გაიმარჯვა. ხვალ მე–18 ტურის
დასკვნითი ოთხი მატჩი გაიმართება.
დღეს ევროპული ჩემპიონატების კალენდარული ტურების მორიგი მატჩები გაიმართება. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საუკეთესო ხარისხით live.fanebi.com შემოგთავაზებთ, შემდეგ კი ტრადიციულად მათ სრულ ჩანაწერს ჩვენს ფორუმზე იხილავთ!
საქართველო და რონალდოს ქართველი ფანები შევუერთდით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთვნელის, კარლოს დუნგასადმი მიმართვას.მიმართვას ხელს აწერენ რონალდოსა და ბრაზილიის ნაკრებისა ფანები მთელი მსოფლიოდან და სთხოვენ დუნგას გაითვალისწინოს რონალდოს დამსახურება ნაკრების წინაშე და წაიყვანოს იგი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.ხმის მისაცემად შედით სრულად წაკითხვაში
ვაგრძელებთ რუბრიკას "რეიტინგული ჩემპიონატები" სადაც განვიხილავთ მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებს. წინა სტატიებში ჩვენ განვიხილეთ ინგლისის პრემიერ ლიგა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონი. ახლა კი საუბარი გვექნება იტალიურ სერია ა-ზე.
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში
მყოფმა ქვეყნებმა ამხანაგური მატჩები გამართეს. ხუთივე კონკურენტმა გუშინვე
გამართეს შეხვედრები და მეტნაკლებად წარმატებულად. ხორვატიის ეროვნული
ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და გორდონ კრანჩარის ერთადერთი გოლის
სწყალობით მასპინძლები დაამარცხეს.
დღეს რუსეთის სუპერთასის მატჩიგაიმართა. პრემიერლიგის გამარჯვებული ყაზანის ''რუბინი''' თასის მფლობელ ''ცსკა''-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 სძლია. ამრიგად ყაზანურმა კლუბმა ისტორიაში მე-3 ტიტული მოიპოვა, აქამდე''რუბინს'' ორჯერ ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგა მოგებული.
ლონდონის "ჩელსისა" და კოტ დიუარის ნაკრების თავდამსხმელი დიდიე დროგბა აფრიკის 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ინგლისური "ფულჰემის" მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ამბობს, რომ "იუვენტუსთან" 1:3 მარცხის მიუხედავად, მის გუნდს ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს, ამის შესახებ Football Itali იტყობინება.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ასოციაციამ(IFFHS) გამოაქვეყნა საფეხბურთო კლუბების რეიტინგი.როგორც მოსალოდნელი იყო პირველობას არავის უთმობს კატალონიის ''ბარსელონა'' .აღსანიშნავია ,რომ საგრძნობი პროგრესი განიცადა ბრემენის ''ვერდერმა'',რომელიც მე-6 ადგილიდან მე-3 ადგილზე აღზევდა და უკან ისეთი კლუბები ჩამოიტოვა ,როგორებიცაა:მანჩესტერი,არსენალი...
გადაცემა 2Good 2 Bad ყოველკვირა გადის BBC ეთერში .გადაცემის შემქმნელთა მიზანია შეკრიბოს კვირის განმავლობაში პრემიერლიგაში მომხდარი კურიოზები და საფეხბურთო ვნებათაღელვით შეპყრობილი გულშემატკივარი ცოტათი მაინც დაამშვიდოს.
ტრადიცია გრძელდება და ყოველ დილით, 8 საათზე, ჩვენი საიტი „ღამის დაიჯესტს“ გთავაზობთ, ანუ წუხელ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას წარმოგიდგენთ და გაძლევთ შანსს, პირველები ჩაერთოთ საფეხბურთო სამყაროს ახალი დღის ციებ-ცხელებაში. ნახეთ „ღამის დაიჯესტის“ დღევანდელი, 3 სექტემბრის გამოშვება, რომელიც ძირითადად ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარ და აქამდე გამოუქვეყნებელ სატრანსფერო სიახლეებს ეძღვნება
გაეშვა ფუტბოლ ფანტაზის ახალი ფასიანი ვერსია.რომლის საწევრო გადასახადი 1 ლარს შეადგენს.პრიზები არის ყოველკვირეულიც და ყოველთვიურიც.ასე რომ შებრძანდით საიტზე Liga.Fanebi.Com და მოიგეთ უამრავი პრიზი.პროექტი არ ეკუთვნის Fanebi.com-ს.ეს პროექტი ეკუთვნის და მის ყველანაირ უზრუნველყოფაზე პასუხს აგებს შპს "ტეი".
აფრიკის თასზე ფარაონებმა კამერუნთა ლაშქარი დაამარცხეს.ეგვიპტემ 3-1 სძლია ეტო`ოს გუნდს და ნახევარფინალისკენ გაიკვლია გზა.არადა მატჩი კამერუნელთა უპირატესობითა და მათთივე გოლით დაიწყო.აჰმედ ჰასანმა 26-ე წუთზე ავტოგოლი მიითვალა.მიუხედავად ამისა, ეგვიპტემ შესძლო მატჩის შემობრუნება და საბოლოოდ ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.