ინძაგი: „მილანმა“ ასეთი წაგება არ დაიმსახურა“
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 3:0 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ასეთი წაგება ამ დაუმსახურებია.
„თამაშზე წითელმა ბარათმა დიდი გავლენა იქონია. 70 წუთამდე ცუდად არ გვითამაშია, თუმცა შემდგომ ყველაფერი შეიცვალა. ბრძოლას ათი კაცითაც ვაგრძელებდით და გუნდურ თამაშზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ასეთი ანგარიშით წაგება დღეს არ დავიმსახურეთ“, – განაცხადა პიპომ.