ინძაგი: “მილანს” ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეუძლია”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ “როსონერის” სერია A-ს მიმდინარე სეზონში დარჩენილი ყველა მატჩის მოგება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს “მილანი” საკუთარ მოედანზე ლევან მჭედლიძის “ემპოლის” მიიღებს.
“მე-11 ადგილზე ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ დარჩენილი მატჩების მოგება შეგვიძლია. მთავარია, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ. ფანების მესმის. ისინი მე კარგად მიცნობენ და იციან, რომ “მილანის” წარმატებისათვის ბოლომდე დავიხარჯები”, – ამბობს ინძაგი.