ინგლისი: 30-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის 30-ე ტურის პრევიუს.
ნიუკასლი – არსენალი
გასულ ტურში “ნიუკასლმა” “ევერტონის” წინააღმდეგ ძალიან სუსტად იასპარეზა, თუმცა ასეთი ჩავარდნები გუნდს, რომელიც ტრადიციულად ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება, ახასიათებს. მეორე მხირვ, გუნდის მენეჯერ ჯონ კარვერს თანამდებობის შესანარჩუნებლად სეზონის ფინიშის კარგად ჩატარება სჭირდება, რათა საყვარელი კლუბის სრულფასოვანი მენეჯერი გახდეს.
ფინიშის სწორზე ჩემპიონთა ლიგიდან ჩვეულ მანერაში გამოვარდნილი “არსენალიც” გადის, თუმცა ლონდონელთა მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვენგერის გუნდი საშინაო არენაზე შესანიშნავად გამოიყურება. ზედიზედ მოგებული ხუთი მატჩით “მეთოფეებმა” “სიტისთან” სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს და ლონდონის “ჩელსისაც” მიუალოხვდნენ.
ჰალი – ჩელსი
ჩემპიონატის ლიდერს ჰალში გასამართი რთული მატჩი ელის. სტივ ბრიუსის გუნდმა სეზონის შუა ნაწილში ჩავარდნის შემდეგ მდგომარეობა კი გამოასწორეს და პერიოდულად საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობის გაწევაც შეუძლიათ კლასით მაღალ საფეხურზე მყოფი მეტოქეებისთვის.
ჟოზე ოურინიოს გუნდს კი საუკეთესო პერიოდი არ უდგას. “სტემფორდ ბრიჯზე” ორი ფრის შემდეგ გუნი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და პრემიერლიგაში უპირატესობი განმტკიცების შანსი გაუშვა ხელი. რაც მთავარია, გუნდის ფიზიკური მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს.
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ენფილდი” უმაპსინძლებს, სადაც “ლივერპულს” “მანჩესტერ იუნაიტედი” ესტუმრება.
ტრადიციული მეტოქეების ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მებრძოლი გუნდებს შორის ცხრილში სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა ამ გამარჯვებასაც შესაბასმიად დიდი ფასი აქვს.
“ლივერპული” გასული წლის დეკემბრიდან დაუმარცხებლად ასპარეზობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შიდა ასპარეზზე მეორე წრის საუკეთესო გუნდია. მცირე ჩავარნის შემდეგ გამოსწორდა “მანჩესტერიც”, რომლის თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ რაც მთავარია ლუი ვან გაალის გუნდს შედეგი აქვს.
მოახლოებულ შეხვერდას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს შესაძლოა ბალოტელი, ხოსე ენრიკე, ლუკას ლეივა, ფლანაგანი და აიბი ვერ დაეხმარონ, ხოლო მანჩესტერელთა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ არის როხოს, შოუს, იანგის და ვან პერსის თამაში. შეხვედრას დისკვალიფიცირებული ევანსიც გამოტოვებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
21.03 | 16:45 | სიტი | 1.35 | 5.00 | 9.15 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | ტოტენჰემი | 1.65 | 4.10 | 5.00 | ლესტერი | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | სტოკი | 2.30 | 3.25 | 3.25 | კრ პალასი | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | საუთჰემპტონი | 1.50 | 4.20 | 6.90 | ბარნლი | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | ნიუკასლი | 5.30 | 3.90 | 1.65 | არსენალი | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | ვილა | 2.55 | 3.15 | 2.90 | სუონსი | დაწვრილებით | |
21.03 | 21:30 | ვესტ ჰემი | 1.95 | 3.40 | 4.10 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
22.03 | 17:30 | ლივერპული | 2.25 | 3.40 | 3.25 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
22.03 | 20:00 | ჰალი | 7.00 | 4.20 | 1.50 | ჩელსი | დაწვრილებით | |
22.03 | 20:00 | ქ.პ.რ. | 3.35 | 3.20 | 2.30 | ევერტონი | დაწვრილებით |