„ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ იტალიის თასის 1/4-ფინალური ეტაპის მესამე წყვილის გამარჯვებუსლი ვინაობა გაირკვა – „სან პაოლოზე“ „ნაპოლიმ“ მილანის „ინტერი“ მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი მხოლოდ მეორე ნახევრის 29-ე წუთზე სტევან იოვეტიჩმა გახსნა. 88-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ – დრეს მერტენსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში სტუმართა უპირატესობა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ადემ ლიაიჩმა დააფიქსირა.
ამგვარად, რობერტო მანჩნის გუნდი ტურნირის ნახევარფინალში აგვიდა, სადაც მისი მეტოქე „ლაციო“ – „იუვენტუსის“ მატჩის გამარჯვებული იქნება. რომაელებისა და ტურინელების მატჩი ოც იანვარს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება
„ნაპოლი“ – „ინტერი“ 0:2
გოლები: იოვეტიჩი 74′, ლიაიჩი 90+’
გაფრთხილებები: ვალდიფიორი 71′, მერტენსი 79′, 88′ იგუაინი 80′ – მირანდა 47′