WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (270955) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,56,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ინტერი” შინ “ფიორენტინასთან” განადგურდა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 28, 2015

იტალიის სერია A-ს VI ტურში მილანის “ინტერმა” “ჯუზეპე მეაცაზე” “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

შეხვედრის მე-4 წუთზე საჯარიმო მოედანზე ნიკოლა კალინიჩის წაქცევისთვის მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც იოსიპ ილიჩიჩმა გამოიყენა და “ვიოლაც” დაწინაურდა. მე-18 წუთზე კალინიჩმა უპირატესობა გაზარდა, ზუსტად ხუთ წუთში კი დუბლი ჩაიწერა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. შეხვედრის 31-ე წუთზე მოედნიდან “ინტერის” მცველი ჟოაო მირანდა გააძევეს, რადგან მეტოქეს მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის საშუალება თამაშის წესის დარღვევის გზით არ მისცა.

მატჩის მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 76-ე წუთზე კალინიჩმა ჰეთთრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 1:4. სხვათა შორის, კალინიჩი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პირველი და საერთოდ მეორე ხორვატი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ფიორენტინა” “ინტერს” ქულათა რაოდენობით (15) გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

 

იტალიის სერია A (VI ტური)
“ინტერი” — “ფიორენტინა” 1:4 (0:3)

გოლები: იკარდი 60′ — ილიჩიჩი 4′ (პენ), კალინიჩი 18′, 23′, 76′.
გაფრთხილებები: ჰანდანოვიჩი 3′; კონდოგბია 40′; გუარინი 43′; მედელი 81′ – კალინიჩი 69′; ალონსო 90′.
გაძევება: მირანდა 31′.



მსგავსი სიახლეები