“იუვენტუსმა” “ინტერი” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც “იუვენტუსმა” მილანის” ინტერი” მიიღო. შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რითაც “ნერაძურის” მოგებათა შვიდმატჩიან სერიას წერტილი დაესვა.
მატჩის პირველი ტაიმი უმეტესწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გუნდები ძირითადად შეტევით ფეხბურთს უჩვენებდნენ და გოლის გატანის შანსი ორივე კართან შეიქმნა. შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 45-ე წუთზე ხუან კუადრადომ გაიტანა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით სამირ ჰანდანოვიჩი უშანსოდ დატოვა.
მატჩის მეორე ტაიმში “ინტერი” წონასწორობის აღდგენას ბევრს ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. კომპენსირებულ დროში მსაჯთან საუბრისთვის ივან პერიშიჩმა წითელი ბარათიც მიიღო.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “იუვენტუსმა” ამ გამარჯვებით აქტივში 58 ქულა მოაგროვა და მადევარ “ნაპოლისთან” სხვაობა კვლავ 6 ქულამდე გაზარდა. “ინტერი” 42 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.
იტალიის სერია A
23-ე ტური
“იუვენტუსი” — “ინტერი” 1:0 (1:0)
გოლი: კუადრადო 45′.
გაძევება: პერიშიჩი 90+4′.