ჯერემია “ზესტაფონთან” ერთად ემზადება
ნიგერიელი შემტევია ჯონ ჯერემია “ზესტაფონთან” ერთად გადის მზადებას. მოთამაშემ, დღეს “გაგრასთან” ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელი ჯერემიამ “დინამოსთან” ერთად დაიწყო, თუმცა თბილისელებმა ფორვარდი შეკრებაზე არ წაიყვანეს, რის შემდეგაც მან “ზესტაფონს” მიაშურა.
21 წლის ნიგერიელი საქართველოში 2011 წლიდან თამაშობს. ჯერემიამ მცირე ხნით სომხეთშიც იასპარეზა, სადაც “მიკას” ღირსებას იცავდა. საქართველოს თასზე, უმაღლეს და პირველ ლიგებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში აფრიკელი შემტევის ანგარიშზე 38 გატანილი გოლია. სომხეთში კი ჯერემიამ 15 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 4-ჯერ გაიტანა.