ძიუდო: მზია ბებოშვილმა ოქროს მედალი მოიგო!
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015”-ის ძიუდოს ტურნირის 52 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში მზია ბებოშვილმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ილსე ბურენი დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალამდე ბებოშვილმა ბრიტანელი ემე გრანტი, რუმინელი ანა როტარი და რუსი ნასიბა იბრაგიმოვა დაამარცხა.
“ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და მე არ მქონდა უფლება, მედალი სხვისთვის გამეტანებინა”, – განაცხადა მზია ბებოშვილმა.
როგორც მოგახსენეთ, ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია. მანამდე ოქრო საქართველოს ძიუდოში ვაჟებს შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რობინზონ ბეგლარიშვილმა შესძინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალში გავიდა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანიც, რომელიც გადამწვეტ შეხვედრაში პოლონელ ძიუდოისტ ანა დაბროვსკას შეხვდება.