კასანო: “ჯენოაში” არ მივდივარ”
იტალიური “პარმას” ფეხბურთელი ანტონიო კასანო ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ამბებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელს “ჯენოასთან” აკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კასანო არსად წასვლას არ აპირებს.
“ყოველთვის, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, “ჯენოასთან” მაკავშირებენ, თუმცა ეს სიმართლე არ არის. არსად წასვლას არ ვაპირებ”, – ამბობს იტალიელი შემტევი.