კეროლი: „ბრენდან როჯერსს პატივს აღარ ვცემ“
„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა ენდი კეროლმა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელთან ბრენდან როჯერსთან შექმნილი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.
„როჯერსთან ბევრი რამ მომსვლია. იგი ერთს მეუბნებოდა, თუმცა მეორეს აკეთებდა. შეხვდრის დროს მეუბნებოდა, რომ სუარესთან ვითამაშებდი, თუმცა შემდგომ მირეკავდა და „ვესტ ჰემის“ მხრიდან ინტერესის შესახებ მეყვებოდა. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ განმეორებულა. მისსადმი პატივისცემა დავკარგე.
კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ – „ჰართსთან“ ევროპის ლიგის მატჩის წინ როჯერსმა მითხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში პირველი წუთიდან ვითამაშებდი. მეორე დღეს კი გადაიფიქრა, რაც ჩემი ტრავმით ახსნა, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. შედეგად, შეხვედრის განაცხადშიც კი ვერ მოვხვდი.
როჯერსი ასე სხვა ფეხბურთელებსაც ექცეოდა, რომლებიც ახლა „ლივერპულში“ აღარ თამაშობენ“, – ციტირებს კეროლს „Times“-ი.