კოკე შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე გუშინ შეიარაღებული თავდამსხმის მსხვერპლი გახდა.
25 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ავტომობილი ავტოსადგომის შლაგბაუმთან ბილეთის ასაღებად შეაჩერა და ფანჯარა ჩამოსწია, რა დროსაც მასთან მოპედით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი მივიდა.
თავდამსხმელმა კოკეს მაჯის საათი მოსთხოვა, რომელიც 70 ათასი ევროს ღირებულებისაა. ფეხბურთელმა შეიარაღებულ პირს საათი გაუწოდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან სწრაფადვე გაუჩინარდა. კოკემ მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკო”თანაქალაქელ “რეალს” ესტუმრება. შეხვედრა 8 აპრილს, თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.