ლეანდრო რიბეირო: “საქართველოში ცხოვრებაც მომწონს და თამაშიც”

თარიღი: მაისი 30, 2018

ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.

23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.

დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…

ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?

როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორი ატმოსფეროა დილაში, როგორ შეეგუეთ საქართველოსა და ცხოვრების აქაურ წესს?

გუნდი ძალიან მეგობრულია, ბიჭები გვერდში მიდგანან და სირთულეების დაძლევაში მეხმარებიან. საქართველო კი საოცარი ქვეყანაა, აქ ცხოვრება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

გორში ცხოვრობთ თუ თბილისში? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვცხოვრობ თბილისში და როცა ვარჯიშები და თამაშები არ მაქვს, სულ დედაქალაქში ვარ. თავისუფალიდროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ, ასევე მიყვარს საყიდლებზე სიარული.

რას იტყვით დილას სათამაშო სტილზე, როგორი გარემოა გორის სტადიონზე?

ჩვენი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გორში ბევრიგულშემატკივარი დადის სტადიონზე, გამარჯვების შემდეგ ძალიან გახარებულები არიან და მე, ისევე როგორცგუნდის სხვა ფეხბურთელები, ბედნიერი ვარ მათთვის სიხარულის მინიჭებით. აქ ხალხისგან დიდ სითბოსვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს სიყვარული და ნდობა კარგი თამაშითა და გოლებით დავუფასო.

 

კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.

სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.

ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.

მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?

რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?

ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…

რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.

Eliga.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კარიმ ბენზემა საფრანგეთის გაჩემპიონებას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. ბენზემამ, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგი ფეხბურთელები და ხორვატი ფანები – რა მოხდა ფინალის დასრულების შემდეგ?

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატკო დალიჩი: “მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტები არ ინიშნება”

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის (2:4) შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა იმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდებოდა პარიზში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს (ფოტო)

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა. მუნდიალის ფინალურ შეხვედრას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას მიიღებს საფრანგეთი ფიფასგან?

მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებისთვის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან 38 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მეორეადგილოსან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დასახელდა

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა” – პუტინის დაჯილდოების დროს (ვიდე

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრანგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთი – ხორვატიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია (ვიდეო)

საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ფრანგებმა ხორვატები ანგარიშით 4:2 [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურტუა მომავალზე საუბრისას: “მზად ვარ, ყველა წინადადება განვიხილო”

ტიბო კურტუა მზადაა, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულების შემდეგ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. შეგახსენებთ, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთი – ხორვატია (სასტარტო შემადგენლობები)

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “ჰარი კეინი საკუთარ თავს არ ჰგავს”

გარი ნევილს არ გამორჩენია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გატანილი 6 გოლის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ალკანტარას ტრანსფერში სოლიდურ თანხას იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, “ბარსელონას” “ბაიერნის” ვარსკვლავის, ტიაგო ალკანტარას, ტრანსფერშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლინეკერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაასაახელა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ბიბისის” ექსპერტმა, გარი ლინეკებმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო ფირმინოს ახალი ვარცხნილობა (ფოტო)

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვალა....
წაკითხვა