“ლესტერმა” კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა
ინგლისის პრემიერლიგის მოგებიდან ცხრა თვის თავზე “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს.
ხუთშაბათს საღამოს იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ კლადიო რანიერის თავკაცობით “ლესტერ სიტიმ” ინგლისის პრემიერლიგის გასული გათამაშება გამარჯვებით დაასრულა, თუმცა წელს გასავარდ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.