ლიპარტიამ “ზორიას” 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა (ვიდეო)
უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლუგანსკის “ზორია” “ჰოვერლას” ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლუგანსკელები 83-ე წუთამდე მინიმალურად მარცხებოდნენ, თუმცა ლიობენოვიჩის გოლით გაათანაბრეს. ბოლო წუთზე კი ჯაბა ლიპარტიას დროც დადგა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
21 თამაშში მოპოვებული 34 ქულით “ზორია” მეოთხე პოზიციაზეა. ლიპარტიასთვის კი ეს გოლი სეზონში მეოთხე იყო.