„ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 3:2
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მე-15 წუთზე ანგარიში ლაზარ მარკოვიჩმა გახსნა. პირველი ნახევრის შუა ნაწილში ანგარიში გარი კეინმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტივენ ჯერარდმა პენალტი გამოიყენა, რითაც თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. ლონდონელებმა წონასწორობის აღდგენა ამჯერად შეძლეს – 61-ე წუთზე ანგარიში მუსა დემბელემ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი მარიო ბალოტელიმ მერსესაიდელთა მაისურით პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ამით „ლივერპულის“ წაუგებელმა სერიამ ცხრა მატჩს მიაღწია.