ლობჟანიძემ მოსკოვის დინამოს გაუტანა
ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში კვიპროსული “ომონია”, რომლის ღირსებას უჩა ლობჟანიძე, ლევან კაკუბავა და შოთა გრიგალაშვილი იცავენ, მოსკოვის “დინამოს” ესტუმრა.
შეხვედრა შედეგიანი ფრით, 2:2 დასრულდა. აღსანიშნვია, რომ მე-2 წუთზე ანგარიში უჩა ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც მატჩი ძირითადში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 77-ე წუთძე შევიდა შოთა გრიგალაშვილი, ხოლო ლევან კაკუბავა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
განმეორებითი მატჩი კვიპროსზე 28 აგვისტოს შედგება.