ლუიზი: “დი მარია ფანტასტიკური მოთამაშეა”
“პსჟ”-ს მცველს, დავიდ ლუიზს სურს, რომ ანხელ დი მარია მისი თანაგუნდელი გახდეს.
ფრანგთა ბოსი ლორან ბლანი ამბობს, რომ ტრანსფერის გაოფიციალურებასთან ახლოსაა და მასში 65 მილიონს იხდიან.
ლუისმა და დი მარიამ 2007-2010 წლებში “ბენფიკაში” ერთად იასპარეზეს.
“დი მარია უფრო გაგვაძლიერებს,“-აცხადებს დავიდი.
“იმედი მაქვს, რომ “პსჟ”-ში გადმოვა. ის ჩემი მეგობარია და არის დიდი ფეხბურთელი, რომელიც ყველა კლუბს დიდ ძალას შეჰმატებს. მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვითამაშებდი სიამოვნებით”.