ლუკას სილვა: “რონალდუ ძალიან მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”
მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ლუკას სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე კლუბის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ.
“რონალდუ ჩემი გმირია. ის ფენომენალური, ფანტასტიური ფეხბურთელია. რონალდუმ პირველივე ვარჯიშზე ძალიან თბილად მიმიღო. კრიშტიანუს ბევრი ვესაუბრე და მივხვდი, მისი მიღწევების მიუხედავად, რაოდენ მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”, – ციტირებს ლუკას სილვას სიტყვებს პორტუგალიური სპორტული ინტერნეტგამოცემა A Bola.
შეგახსენებთ, რომ ლუკას სილვამ “რეალთან” 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებმა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “კრუზეიროს” 14 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკას სილვა “სამეფო კლუბში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.