მადრიდში “რეალმა” მოიგო
“სანიტაგუ ბერნაბეუზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “რეალსა” და “ბაიერნს” შორის გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.
კარიმ ბენზემას მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მთელი შეხვედრა “ბაიერნის” ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა სტუმრებს უჭირდათ. კრიტიკულ მომენტში “რეალი” იკერ კასილიასმა გადაარჩინა.
ანჩელოტის შეგირდები კი, ძირითადად კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შემქნას. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი სწორედ სწრაფი კონტრიერიშის შემდეგ გავიდა.
საბოლოოდ 1:0 და ფინალის საგზურის ბედი ერთ კვირაში, მიუნხენში გადაწყდება.
„რეალი“: კასილასი, პეპე (ვარანი 73′), სერხიო რამოსი, კოენტრაუ, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ისკო (ილიარამედნი 82′), დი მარია, რონალდუ (ბეილი 73′), ბენზემა.
„ბაიერნი“: ნოიერი, რაფინია (ხავი მარტინესი 66′), ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი (მიულერი 74′), კროოსი, რობენი, რიბერი (გიოტცე 72′), მანჯუკიჩი.