მადრიდული დერბი “ატლეტიკომ” მოიგო
ესპანეთის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთის წინააღმდეგ მადრიდის “ატლეტიკო” და “რეალი” წარსდგნენ.
ფერნანდო ტორესისთვის მადრიდელთა შემადგენლობაში ხელმეორე დებიუტი წარმატებული გამოდგმა. მართლია, ფორვარდმა ვერ გაიტანა, თუმცა “ატლეტიკომ” პრინციპულ მეტოქესთან დამაჯრერებელი გამარჯვება იზეიმა. უგოლო პირველი ტაიმის მერე ანგარიში 58-ე წუთზე პენალტით რაულ გარსიამ გახსნა. 76-ზე კი ხიმენესმა მეორეც გაიტანა და განმეორებეითი შეხვედრის წინ საკუთარ გუნდს კარგი ფორმა შექუმნა.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდული გუნდები ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში, 15 იანვარს დაუპირისპირდებიან და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობასაც გაარკვევენ.