ატლეტიკომ ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან. ლონდონში “ჩელსისა” და “ატელტიკოს” შორის გამართული ნახევარფინალური მატჩის შედეგად ფინალური საგზური სტუმრებმა მოიპოვეს.
თუმცა, შეხვედრა მოურინიოს შეგირდებისთვის კარგად დაიწყო. ლონდონელები ცუდად არ გმაოიყურებოდნენ და 35-ე წუთზე ვილიანის და ასპილიკუეტას კარგი თამაშის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა ტორესმა მშობლიური გუნდის კარში გოლი აუღელვებლად გაიტანა.
გაშვებულმა გოლმა “ატლეტიკო” არ დააბნია. სიმეონეს გუნდი შეტევაზე გადავიდა და 44-ე წუთზე ადრიანის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში შესატევი “ჩელსის” ქონდა, თუმცა აქტიურობით სტუმართა გუნდის ფეხბურთელები უფრო გამოირჩეოდნენ, რაც დაუფასდათ კიდეც.
მე-60 წუთზე შეტევის გასაძლიერებლად შემოსულმა სამუელ ეტო’ომ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია. პენალტი გოლად დიეგო კოსტამ აქცია.
საბოლოო ანგარიში კი 72-ე წუთზე არდა თურანმა დააფიქსირა.
ჩელსი 1-3 ატლეტიკო
გოლები: ტორესი 36′ (1:0); ადრიანი 44′ (1:1); დიეგო კოსტა 60′ (1:2); არდა თურანი 72′ (1:3)
„ჩელსი“: შვარცერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული, დავიდ ლუისი, რამირესი, ასპილიკუეტა, ვილიანი, ტორესი, აზარი.
„ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი, მარიო სუარესი, ტიაგო, ადრიანი, კოკე, არდა თურანი, დიეგო კოსტა.