“მან.სიტიმ” მორატას დაუმიზნა
“ქალაქელებს” გუნდის გაძლიერება “იუვენტუსის” თავდამსხმელით სურთ.
“მან.სიტი” ამ ზაფხულს შეტევის ხაზის განახლებას აპირებს. გუნდს დატოვებს ედინ ჯეკო და სტეფან იოვეტიჩი, რომელთა შემცვლელადაც სწორედ ალვარო მორატა მოიაზრება.
ინგლისური გუნდის გარდა, 22 წლის თავდამსხმელი შეიძლება “რეალმაც” დაიბრუნოს, რომელსაც ალვაროს ხელახლა შესყიდვისს უფლება აქვს. ერთი წლის შემდეგ, მორატა მადრიდულ გრანდში შეიძლება, 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს.
წყაროს თანახმად, ინგლისური გუნდი ესპანელ წინახაზელში 45 მილიონ ევროს იხდის. პელეგრინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის გუნდში მიყვანა მათ პოპულარიზაციას და თამაშის ხარისხს გაზრდის.
მიმდინარე სეზონში, ალვარო მორატამ “ბებერი ქალბატონების” მაისურით სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.