“მანჩესტერ იუნაიტედმა” “რეალი” დაამარცხა
საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული შეხვედრა ინგლისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მატჩი მიჩიგანის 109 ათასიან სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე ეშლი იანგმა გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ გარეტ ბეილის მიერ შესრულებული ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მადრიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” შესვენებამდე იანგის კიდევ ერთი გოლით კვლავ დაწინაურება შეძლეს.
მეორე ტაიმში ერთი გოლი გავიდა და ისევ “რეალის” კარში: გოლი მე-80 წუთზე ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. ამ გამარჯვების წყალობით “მანჩესტერ იუნაიტედმა” A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის ფინალში გავიდა. “რეალმა” კი სამივე შეხვედრა მარცხით დაასრულა (“ინტერთან”, “რომასთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან”).