“მანჩესტერ სიტიმ” “არისტოკრატები” “სტემფორდ ბრიჯზე” შეარცხვინა
დღეს “სტემფორდ ბრიჯზე” საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება გაიმართა – პრემიერ ლიგაში უმოტივაციოდ დარჩენილი “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” შეერკინა, რომელიც მეორე ადგილისათვის იბრძვის.
აღნიშნულ მატჩში გაიბრწყინა “ქალაქელთა” 10-იანმა, კუნ აგუერომ, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა. ანგარიში არგენტინელმა შემტევმა 33-ე წუთზე გახსნა, რისი წყალობითაც “სიტიმ” პირველი ტაიმი მოიგო. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში “მანჩესტერელებმა” 5-ჯერ დაარტყეს და 5-ვე დარტყმა კარში წავიდა.
მართალია მეორე ნახევარში მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ, თუმცა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. 55-ე წუთზე აგუერომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 79-ე წუთზე კი მოედნიდან ტიბო კურტუა გააძევეს, ამასთანავე ლონდონელთა კარის მიმართულებით დაინიშნა პენალტი, რომელიც აგუერომ გოლად გარდასახა. 0-3.