მარკ ვილმოტსის ახალი გამოგონება, ანუ როგორ უნდა “მართო ფერარი მოსკვიჩივით”

თარიღი: ივლისი 3, 2016

“ოქროს თაობა”… საუკეთესო ფეხბურთელები ყველა რგოლში… ყველაზე კარგი შემადგანლობა “ევრო 2016”-ზე… ეს და სხვა უამრავი დადებითი ისმოდა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბელგიის ეროვნული ნაკრების შესახებ. მეტიც, მათ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლიდნენ. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან “წითელი ეშმაკების” განაცხადში იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი შევიდა, რომ ორი უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. მოკლედ, ამ გუნდს უმრავლესობა დიდი სიმპატიით უყურებდა. ბელგიელებს იმაშიც გაუმართლათ, რომ პლეი-ოფში მარტივ ბადეში მოხვდნენ და ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით შეეძლოთ მისვლა; ისინი გავიდნენ მეოთხედფინალში, შეხვდნენ შემადგენლობით არც თუ ისე ძლიერ უელსს, უკვე ნახევარფინალში მათი და პორტუგალიის დაპირისპირისპირებაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ… მაგრამ რა მოხდა რეალურად?! ახლა ამ რიტორიკული შეკითვის დასმის საჭიროებაში უმთავრესი დამნაშავე ბელგიელთა დამრიგებელი, მარკ ვილმოტსია.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უელსთან შეხვედრაში ყველაზე ალოგიკური და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები მიიღო. მან გუნდს არ მისცა საშუალება, გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ჰქონოდა ბურთის კონტროლის მხრივ უპირატესობა, მოედნის ცენტრში დაეკავებინა სივრცეები და მუდამ შეტევაში ყოფილიყო.

მოდით, უფრო კონკრეტულად მივყვეთ. მატჩი “ბელგიელი წითელი ეშმაკების” უპირატესობით დაიწყო. თავიდანვე ეტყობოდა, რომ “ოქროს თაობის” გუნდი სწრაფი გოლის გატანას ცდილობდა. რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ, ნაინგოლანის ყუმბარისებულმა და უმაღლეს დონეზე შესრულებულმა დარტყმამ უელსელები დაადუმა.

nainggolan

ამ გოლის შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ ბელგიას “გადავლა” შეეძლო მოწინააღმდეგისთვის. ყველა მოელოდა, რომ ისინი კვლავ შეუტევდნენ და კიდევ ბევრჯერ დაასველებდნენ უელსელთა კარს; ეს ყველაზე ლოგიკური რამ იყო, მაგრამ ვილმოტსი თურმე “ახალ ველოსიპედს იგონებდა.” სწრაფი გოლის შემდეგ ბელგიელებმა ყურები ჩამოყარეს, უკან დაიხიეს, ცენტრი უელსს დაუთმეს და კონტრშეტევებზე თამაშის აწყობა სცადეს. ვილმოტსმა ამ მომენტში წარმოუდგენელი რამ მოინდომა! მას ჰყავდა ძალიან სწრაფი, შესანიშნავი პასის, დარტყმისა და ხედვის მქონე ფეხბურთელები, რომლებიც თვალის დახამხამებაში ავითარებდნენ შეტევებს და მან ეს ფეხბურთელები საკუთარ კარს მიაჯაჭვა! დიახ! ვილმოტსმა “უსწრაფესი ფერარის მოსკვიჩივით მართვა” მოინდომა! ამან დაღი დაასვა მისი გუნდის თამაშსს. ბელგია ისე ეთამაშებოდა უელსს, როგორც საქართველო უნდა ეთამაშოს ესპანეთს, ან პანამა სუპერშეტევის მქონე არგენტინის ნაკრებს. ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელებს აღარაც კონტრშეტევები აღარ გამოსიოდათ. მეტოქეები პანტაპუნტით ყრიდნენ ძირს მატჩის ფავორიტებს და დაწყებულ შეტევებს შლიდნენ. მართალია, დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათი მიიღეს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ბელგიელებს ფაქტობრივად თავიანთ ნახევარზე აღარ უშვებდნენ შესატევად. მოხდა ლოგიკური რამ: ვილმოტსის “საშინლად მართულ ფერარს საშინელი ავარია მოუვიდა,” – 31-ე წუთზე ეშლი უილიამსმა ანგარიში გაათანაბრა.

williams

პირველი მთავარი შეცდომა გოლის შემდეგ ბელგიელთა საკუთარ ნახევარზე ჩადგომა რომ იყო, ეს ნათელია. ახლა, კიდევ ერთ რამეზე მინდა ყურადღების გამახვილება – პირველი ტაიმი რის ვაივაგლახით ჩაამთავრა ბელგიამ და ფაქტი იყო, რომ თუ მათ მოგება სურდათ, ასე ვეღარ გააგრძელებდნენ. რაღაც უნდა შეცვლილიყო. ეს რაღაც ყველამ იცოდა რა იყო – ბელგიელებს პირველი გოლის შემდეგ დაკარგული სივრცეები უნდა დაებრუნებინათ  და თავდაჯერებულად უნდა შეეტიათ. მაგრამ? მაგრამ აი კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვილმოტსი “ფერარის მოსკვიჩივით მართავდა”! მან მეორე ტაიმში შეტევა კი არ გააძლიერა, არამედ პირველ ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, თუ ყველაზე არა, მოთამაშე იანიკ ფერეირა კარასკო გაიყვანა და მის მაგივრად “ხე დარგო” მოედნის ცენტრში! შეტევაში თითქმის უმოქმედო და ამ მხრივ თითქმის არანაირი ხიფათის გამომწვევი “ხე”! ეს იყო ტანმაღალი, კარასკოზე გაცილებით ნელი საყრდენი ფელაინი! ფეხბურთელის პოზიცია მიტომ გავამუქე, რომ ბელგიას შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და მან პირიქით ის დაასუსტა დაცვის გაძლიერების ხარჯზე.

შესაბამისად, მოხდა ის, რაც არა თამაშის დაწყების წინ, არამედ მატჩში პირველი გოლის გასვლის შემდეგ იყო ლოგიკური – უელსელებმა განაგრძეს შეტევები და ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, თამაშის მოსაგებად წავიდნენ. ამან შედეგი გამოიღო, 55-ე წუთზე იმ გუნდს, რომელსაც 10 წუთის წინ რაღაც უნდა შეეცვალა და წარმატებას მიეღწია, “ხის დარგვა” და შეტევის დასუსტება ძვირად დაუჯდა! რობსონ კანუმ თითქოს ერთი მოძრაობით ყველა და ყველაფერი მოატყუა და მისი საყვარელი ნაკრები წინ გაიყვანა.

rob

გოლის საპასუხოდ, 75-ე წუთზე ვილმოტსმა მცველ ჯორდან ლუკაკუს მაგივრად შემტევი დრის მერტენსი შემოიყვანა, მაგრამ მარკს გვიან მოუვიდა “ფერარისთვის მაღალ სიჩქარეში გადართვა:” ვერც მერტენსმა და ვერც შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ბათჩუაიმ ვეღარ შეძლეს ვერაფერი. მეტიც! ბოლო ჭანჭიკი ჩვენს “ფერარის” 86-ე წუთზე სემ ვოუკსმა მოაძრო! მან მესამედ აიღო კურტუას კარი და ბელგიელებს ყველა იმედი ჩაუკლა!

Wales' Sam Vokes, left, celebrates with his teammate Wales' Chris Gunter, after scoring his side's third goal during the Euro 2016 quarterfinal soccer match between Wales and Belgium, at the Pierre Mauroy stadium in Villeneuve d¿Ascq, near Lille, France, Friday, July 1, 2016. (AP Photo/Petr David Josek)

 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ მატჩის ანტიგმირი ვილმოტსია, რომელმაც ყველაზე ალოგიკური და შედეგის ვერმომტანი გადაწყვეტილებები მიიღო.

წარუმატებლობის სხვა ფაქტორები

  • ვერმაელენის და ვერტონგენის არყოფნა                                    

პირველი მათგანის თამაში უელსთან მატჩში მერვედფინალურ შეხვედრაშივე გამოირიცხა, რადგან ვერმაელენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და უეფას წესების გამო მოუწია თამაშის ტრიბუნიდან ყურება. ვერტონგენმა კი ვარჯიშზე დაზიანდა და არა მარტო უელსთან მატჩის გამოტოვება მოუწია, არამედ იგი მთელი ოთხი თვე იუქმებს. სწორედ ასე, მივიღეთ დაცვა, სადაც ორი ახალი ფეხბურთელი იყო – ჯორდან ლუკაკუ მარცხენა ფლანგზე და დაცვის ცენტრში ჯეისონ დენაიერი. ორივე მათგანმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუკაკუ და დენაიერი ხშირად ცდებოდნენ პოზიციურად, თამაშობდნენ დაუკვირვებლად, ჩქარობდნენ უაზროდ, რასაც უელსელები იყენებდნენ და კურტუას კარსაც, ხშირად არაფრის გამო, ექმნებოდა ხიფათი.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ უილიამსის ის გოლი, რომელმაც უელსელებს მუხტი მისცა და ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, დენაიერის კისერზეა. სწორედ მას გაექცა უელსის კაპიტანი ძალიან მარტივად და ამ უკანასკნელმაც მარტივად მოახერხა ბურთის გადაგზავნა კარში.

მოკლედ, ბელგია ძალიან დააზიანა არაპროფესიონალმა მცველებმა.

  • გუნდს ლიდერი არ ჰყავდა

როცა გუნდს გოლი ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არც მწვრთნელის ტაქტიკა ამართლებს და ფეხბურთელებიც ინდივიდუალურად ვერაფერს შვებიან, ბოლო იმედი ერთი ლიდერია, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნის რაღაცას, რაც კოლექტივს წარმატებას მოუტანს. ბელგიაში ფორმალურიც და პრაქტიკულიც ლიდერი ედენ აზარია, რომელიც ბევრს ცდილობდა, აქტიურობდა, მაგრამ დასამახსოვრებელი ვერაფერი შემოგვთავაზა.

hazard

 

თითქოს, იმ შეხვედრაშიც ისევ ის აზარი თამაშობდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად არ დატოვა კარგი (მით უმეტეს ლიდერის) შთაბეჭდილება. ეს ედენი ნამდვილად არ გავდა იმ სპორტსმენს, რომელმაც მერვედფინალში ერთი გოლი და საგოლე გადაცამა მიითვალა; რომელიც თითქმის ყველა შეტევის მთავარი შემოქმედი და სულისჩამდგმელი იყო.

                                                                                 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბენზემას აგენტი “მილანელოზე” იმყოფებოდა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა “მილანში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

დატოვებს თუ არა კაპიტანი გუნდს? – გატუზომ ბონუჩიზე კომენტარი გააკეთა

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ლეონარდო ბონუჩის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ კლუბმა ფეხბურთელის არჩევანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიკატურა: ალისონი კლოპის ავტომობილს შეაკეთებს!

ბრაზილიელი მეკარე, ალისონი რომის “რომადან” მერსესაიდის “ლივერპულში” გადავიდა. ბევრის აზრით, ინგლისელთა უკანა ხაზში პრობლემა, დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” პოლარის სისტემა ვარჯიშზე პირველად გამოიყენა

დედაქალაქურმა “საბურთალომ” გუშინ გამართულ ვარჯიშზე პირველად გამოიყენა პოლარის ანალიტიკური სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

თარგამაძე: “საქართველოში “საბურთალო” გამორჩეული კლუბია”

დავით თარგამაძეს, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, მოუდანს უბრუნდება – 28 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” 19-წლამდე გუნდს გიორგი ჭელიძე უხელმძღვანელებს

“საბურთალოს” 19 წლამდელთა გუნდს გიორგი ჭელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ორი წლის წინ სწორედ ხსენებულ გუნდს ავარჯიშებდა. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტორპედომ” სურინამელი ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობას 18 წლის სურინამელი ფორვარდი, გლეოფილო ვლიტერი (ჰასელბაინკი) შეემატა. ✓საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კალინიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა

“მილანის” თავდამსხმელმა, ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა. როგორც იცით, კალინიჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ახალი მე-10 ნომერი ჰყავს (ფოტო)

ამიერიდან “ლივერპულში” 10-ნომრიანი მაისურით სადიო მანე ითამაშებს. სენეგალელ ფეხხბურთელს დღეს ახალი ნომერი გადაეცა. აქამდე მანე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” სლოვაკი თავდამსხმელი გაიფორმა

ქუთაისის “ტორპედომ” 30 წლის სლოვაკი ფორვარდი მილოშ ლაჩნი დაიმატა. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” მატებაა. კლუბმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები – ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” საგარეო ფორმა, რომელიც “ბარსელონას” სავარჯიშო მაისურე

ლონდონის “ტოტენჰემმა” 2018-19 წლების სეზონის საშინაო და საგარეო ფორმები წარადგინა. უცნაური ისაა, რომ ლონდონური კლუბის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარიგააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ნეიმარს მადრიდის “...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გინდა, დედაჩემი ცოლად მოიყვანო?” – პატარა ფანის შეკითხვა რობინ ვან პერს

“ფეინოორდის” ფეხბურთელებმა სპეციალურად პატარა გულშემატკივრებისათვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ შეკითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთმა პატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებენ დასვენების დღეებს ფეხბურთის ვარსკვლავები (ფოტო)

ევროპის წამყვან ლიგებში საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ფეხბურთის ვარსკვლავების უმეტესობას ჯერ არც ვარჯიში დაუწყია. […]...
წაკითხვა