მხითარიანი ბრუნდება
დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.
კლუბის ოფიციალურმა საიტმა სომეხი ნახევარმცველის ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიში დაადასტურა.
ბოლოს მხითარიანმა ცამეტ დეკემბერს ბერლინის „ჰერტასთან“ ანგარიშით 0:1 წაგებულ მატჩში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვარჯიში დარტმუნდელთა კიდევ ერთმა მოთამაშემ მარკო როისმა განაახლა.