მონტელა: “ახლა, დასვენებაა საჭირო”
“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა სანაკრებო პაუზით უნდა ისარგებლოს.
“პირველ ტაიმში ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის, ჩვეული ტემპით,”-განაცხადა “იების” მენტორმა “უდინეზესთან” მატჩის(2:2) შემდეგ.
“მეორე ტაიმში, ყველაფრის კარგად გადანაწილება შევძელით, ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მეორე გოლი სულელურად გავუშვით”.
“ბოლოს, დაღლილობა ორივე გუნდს დაგვეტყო, მაგრამ როგორც ჩვენ, “უდინეზემაც” აჩვენა, რომ გამარჯვება სურდა”.
“ერთი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი სამუშაო შევასრულეთ. გუნდი ძალიან დაღლილია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანაკრებო პაუზამ კარგ დროს მოგვისწრო. ახლა, დასვენებაა საჭირო”.