მონტოია “ინტერზე” ფიქრობს
“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, კარლო მონტოიამ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.
ბარსელონური გრანდის მიერ დანი ალვესთან გახანგრძივებული კონტრაქტის შემდეგ მონტოიას ძირითადში თამაშის შანსი კვალვ ძალიან მცირე რჩება, რის გამოც ფეხბურთელი წასვლაზე დაფიქრდა.
“ნათელია, რომ მარტინს მოედანზე გასვლა გაცილებით ხშირად სურს. მისთვის ყველაზე საინტერესო წინადადება მილანის “ინტერისგან” არის” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
პრიმერას დასრულებულ სეზონში მონტოიამ მხოლოდ 8 შეხვედრაში ითამაშა.