ზეიმი მადრიდში და მოსალოდნელი შედეგი მიუნხენში
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. გამადწყვეტ ეტაპზე “რეალს” და “ჩელსის” დღეს მადირიდს “ატლეტიკო” და მიუნხენის “ბაიერნი” შეუერთდნენ.
ატლეტიკო 1-0 ბარსელონა
მადრიდში გამართული შეხვედრა მასპინლებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს, რაც მათ დაუფასდათ კიდეც. მეხუთე წუთზე კოკემ “ატლეტიკო” დააწინაურა. თუმცა, დებიუტში “ატლეტიკოს” “ბარსელონას” კარში გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა. კატალონიურ გუნდს მსხნელად კარის ძელი 3-ჯერ მოევლინა. შემდეგ “ბარსელონამ” თამაშის გათანაბრება მოხარეხა და ორი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა უშედეგოდ.
მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. “ატლეტიკო” კარგად იცავდა თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა “ბარსას” იერიშებს. თუმცა, კოკეს მიერ გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. “ატლეტიკო” ნახევარფინალშია.
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგო, გაბი, რაულ გარსია, კოკე, დავიდ ვილია (როდრიგესი 79′), ადრიანი (დიეგო 62′)
ბარსელონა: პინტო, დანი ალვეში, ხორდი ალბა, ბარტრა, მასკერანო, ფაბრეგასი (სანჩესი 61′), ინიესტა (პედრო 72′), ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.
გოლეი: კოკე 5′
ბაიერნი 3-1 მანჩესტერი
მიუნხენში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და პროგნოზირებადი ანგარიშით დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, არადა კარის აღების შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ.
მეორე ტაიში “მანჩესტერელებმა” მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რაც 57-ე წუთზე პატრის ევრას ულამაზესი გოლით დასრულდა. თუმცა, სტუმრებს ჯერ ზეიმი არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც მანჯუკიჩმა “ბაიერნის” პირველივე საპასუხო შეტევაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 68-ე წუთზე კი, მასპინძლები წინ გავიდნენ. რობენმა ასისტონეტობა მიულერს გაუწია. სულ რაღაც 8 წუთში კი, გოლანდიელმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ალაბა, დანტე, რობენი, რიბერი, კროოსი, გიოტცე (როფინია 65′), მანჯუკიჩი, მიულერი (პიზარო 84′)
მანჩსტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, ვალენსია, ფლეტჩერი (ჩიჩარიტო 74′), რუნი, კაგავა, უელბეკი (იანუზაი 81′)
გოლები: ევრა 57′ (0:1); მანჯუკიჩი 59′ (1:1); მიულერი 68′ (2:1); რობენი 76′ (3:1)